63 წლის კაცი 15 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა – შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები შიდა ქართლიდან

0
728
31 Views

შიდა ქართლში 5 წლის მოსწავლეზე ძველ ფარდულში 63 წლის კაცი სისტემატურად ძალადობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გაუპატიურების ფაქტი გუშინ მოხდა. მამაკაცი დაკავებულია.

„თქვა, რომ „სარაიაის“ ტუალეტში ვიყავიო, რომ გამოვიარეო „სარაიაში“ დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენო ეს გოგო და შენი ქმარიო. მეზობლის ბავშვია, მაგის მამა შვილიშვილით ჰყავდა ჩემს ქმარს. ვკითხეთ, როგორ დაინახე, უკვე დარეკილი რომ ჰქონდა, მე ვუთხარი „გახდილები იყვნენ? როგორ დაინახე?“ და „არაო, ჩაცმულები ეხვეოდნენ ერთმანეთსო“. ჩემმა გოგომ რომ გაიგო ეს, შოკში ვიყავით სულყველანი. იმ გოგომ ისე თქვა, წავასწარიო და თქვენ თუ არა, მე მივიღებ ზომებსო და ჩემმა შვილმა, მამაჩემმა თუ ეგ გააკეთა ჩემი ხელით ჩავაბარებ პოლიციასო და ჩემმა შვილმა დარეკა“ , – განაცხადა ბრალედბულის ცოლმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: metronome.ge

Cesko