ძლიერმა ქარმა დასავლეთში კაცი იმსხვერპლა

March 28, 23:05
0
1414

ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ავტომობილს ხე დაეცა. გარდაიცვალა მძღოლი.

ადგილზე სასწარაფო- სამედიცინო და საპატრულო სამსახურებია მობილიზებული.
ჩაქვში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაშავდა ხანდაზმული ქალი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ქალი, რომელსაც 26 მაისის ქუჩაზე ქარის დროს მინა დაეცა. ის კლინიკა ბრაზერშია გადაყვანილი. ასევე დაშავდა 17 წლის მოზარდი, რომელსაც მძიმე საგანი დაეცა. დაშავებული იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ქარის შედეგად გადაბრუნდა ჯიხური და ქალს დაეცა. დაშავებული მედცენტრშია გადაყვანილი. ბალაძის ქუჩაზე დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

Cesko