ტრამპი: უკრაინაში ომს 24 საათში დავასრულებ

March 28, 19:01
0
424

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია უკრაინაში ომის გადაწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა უარი თქვა დეტალების გამხელაზე.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის იოლი იქნება.

„თუ ეს არ მოგვარდება, მე მოვაგვარებ 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან და ძალიან იოლი მოლაპარაკებები შედგება, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან მაშინ მე ამას ვერ გამოვიყენებ. მე მოვაგვარებ ამას ერთ დღეში“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა

Cesko