22 Views
ცოტა ხნის წინ შემზარავი ავარია მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
გარდაცვლილი 33 წლის ილია ტუხაშვილია. ის დედოფლისწყაროდანაა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
დაშავებულია ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიც.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოცვივდნენ.
ექიმების განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.