19 Views
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობა ეს არ არის „სამხედრო კავშირი“.
„ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა პუტინმა ტელეკოპანია Россия-24-ის ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც დაინტერესდა, წარმოადგენს თუ არა მოსკოვის და პეკინის თანამშრომლობა საფრთხეს დასავლეთისთვის.
„ჩვენ ჩინეთთან არანაირ სამხედრო ალიანსს არ ვქმნით. დიახ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროშიც გვაქვს თანამშრომლობა, არ ვმალავთ, მაგრამ ეს გამჭვირვალეა, ამაში არაფერია გასაიდუმლოებული“, – აცხადებს პუტინი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძიპინი. მხარეებმა მოლაპარაკება გამართეს და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ განცხადებასაც მოაწერეს ხელი.