ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, დავიქირავე მედიაჯგუფი, მერე რა არის? – გიული ალასანია

July 19, 12:23
0
356

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

„რას ნიშნავს ლობისტები, იურიდიული ფირმა იყო და დიახ, დავიქირავეთ მუშაობდნენ ჩვენზე [სააკაშვილის საქმეზე] ძალიან კარგად და მადლობელი ვარ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა არის? ისინი დაქირავებული გვყავდა დიდი ხნის წინ“, – აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

Cesko