პოლონეთის პრემიერი: გერმანიამ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ფული უნდა გაუგზავნოს

0
241
31 Views

ამერიკულ გამოცემა POLITICO-სთან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ფული უნდა გაუგზავნოს.

„გერმანიამ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი ფული უნდა გაუგზავნოს, რადგან გერმანია ყველაზე მდიდარი და უდიდესი ქვეყანაა. ისინი არ იყვნენ ისეთი გულუხვები, როგორც უნდა ყოფილიყვნენ. მე ჯერ კიდევ მოვუწოდებ მათ ამის გაკეთებისკენ“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

პოლონეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა გერმანიის წარსული ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე და რამაც ევროპა სახიფათო გზაზე გადაიყვანა.

„გერმანიამ დაუშვა ეს სერიოზული შეცდომა, რომ მთლიანად იყო დამოკიდებული თავის ბიზნეს მოდელში რუსეთზე წიაღისეული საწვავის კუთხით. ჩვენ მათ ვთხოვდით, რომ ასე არ გაეკეთებინათ“, – განაცხადა მან.

Cesko