“საცოლე პატრიარქთან მიიყვანა და დალოცვა ითხოვა… და ყველა ნაძირალა, უსამშობლო, არაკაცი, უღმერთო და ვირთხა დაესია”

March 24, 21:02
0
1376

22 წლის ბიჭმა სრულიად საქართველოს შეაყვარა თავი. მოახერხა და ნეაპოლელები ლამის ქართულად აალაპარაკა. ვისაც ფეხბურთი არ გვიყვარს, ტელეეკრანებთან დაგვსვა და სულ კვარა კვარა გვაძახებინა.
ეს 22 წლის ბიჭი სამშობლოში რომ ჩამოვიდა, საცოლე პატრიარქთან მიიყვანა და დალოცვა ითხოვა…
და ყველა ნაძირალა, უსამშობლო, არაკაცი, უღმერთო და ვირთხა დაესია. ვისაც არ ეზარებოდა და ეზარება, პირი აიქაფა და ხელი გაიწაფა. ისე შეესიენ ამ საოცარ ბიჭს, როგორც გიენები და სვავები.
პატრიარქთან სტუმრობის გამო…
თქვე უღმერთოებო და უსამშობლოებო, რა დღეში გაქვთ ნერვები. რა უნდა თქვათ და დაწეროთ ამიერიდან, რომ ღირდეს თქვენ მოსმენად და წაკითხვად. ამ პატარა ბიჭს მთელი მსოფლიო იცნობს. მსოფლიოს პირზე აკერია ხვიჩას სახელი და თქვენ ვინ ოხრები და ნაძირლები ხართ, რომ ასე იმეტებთ? ან პატრიარქზე რაებს წერთ, მართლა ეშმაკის კერძნო? თუ არ გწამთ, არც არავინ გაძალებთ, მაგრამ ოჯახში მოხუცი არ გყავთ? სად გაიზარდეთ, თქვე უფესვოებო?
რა დაწერე ასეთი, ნაძირალა და ტაკიმასხარა რატიანო, ხვიჩას რომ ამუნათებ?
ან შენ რა შეგიქმნია, არაკაცო ნოდარ ლადარია?
რა დღეში ხართ, მართლა და მართლა?
სად ხართ გიორგი კეკელიძის და დათო ტურაშვილის გულმხურვალე დამცველები?
სხვას არ სტკივა? გული არა აქვს?
ჰოდა, მართლა მიმიფურთხებია თქვენთვის, კოლექტიურო არარაობებო.
მიმიფურთხებია, რადგან თქვენი სიკვდილის მერე აღარავის ემახსოვრებით, ხვიჩას სახელი კი ისტორიაში უკვე ჩაიწერა!
ბოღმიანთა და შურიანთა მოდგმავ, მიმიფურთხებია თქვენთვის!!!
ჩემი მხარდაჭერა ჩვენს ხვიჩას
Khvicha Kvaratskhelia / ხვიჩა კვარაცხელია

ნინიკო მშვიდობაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; სოციალური ქსელი

Cesko