“მისი ორივე შვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალი ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ” – ახლახანს გარდაცვლილი პედაგოგის ტრაგიკული ისტორია

0
1106
17 Views

ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა პედაგოგი ეთერ რუსია-მენაღარიშვილისა. სამწუხარო ინფორმაციას „გურია თუდეი“ ავრცელებს.

ქალბატონს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მან ავიაკატასტროფისას ორივე შვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალი დაკარგა.

“გურია თუდეი“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა ეთერ რუსია-მენაღარიშვილისა. მისი ოჯახის ტრაგედიამ, ათწლეულების წინ, მთელი ლანჩხუთი აატირა _ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ ქალბატონი ეთერის ორივე შვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალი…
გასულ წელს, „გურია თუდეიმ“ გამოაქვეყნა ქალბატონ ეთერ რუსიას რძლის, ია ხალვაშის გულისტკივილი, რომელიც ამ ტრაგიკული ბედის კეთილ ქალბატონს ეძღვნება:
და ახლოვდება ჟამთა სვლის ბოლო,
რომელსაც დიდი ხანია ნატრობ…
გავთამამდი და ახლა გწერ მხოლოდ,
ვერ შეგკადრებდი ვერაფერს სხვა დროს…
ვერ მოიშუშე ღია ჭრილობა,
აუღწერელი დარდი და სევდა..
შენი შილების დამტირებელო
და ჩემი შვილის გამზრდელო დედა!
ქედს ვიხრი შენი გამძლეობისთვის,
ხარ მაგალითის მომცემი მუდამ,
სხვის შვილს დავსტირი, ჩემივე გაზრდილს
თურმე რამხელა გაძლება უნდა…
როცა არ გრჩება ძე, მომავალი..
მაინც აცოცხლებ შენს შვილის სახელს,
დარჩება ზურას შთამომავალი
და თავის ყოფით იტყვიან სათქმელს.
უნდა გაუძლო… ერთხელაც კიდევ
შემოგვაფარო დაჭრილი მკერდი,
ერთად ამოვთქვი სულის ტკივილი,
გულის ფიცარზე რასაც ვიწერდი…”

Cesko