ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ, სად დგას ქართველების უმრავლესობა – ,,უცნობი” დაანონსებულ შეკრებაზე

March 24, 15:12
0
487

გია გაჩეჩილაძემ, იგივე ,,უცნობმა”გადაცემა „იმედი LIVE“-ში თბილისში დაგეგმილ შეკრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მის მეგობარს, ზაზა პაპუაშვილს ეკუთვნის:

„ეს არის ზაზა პაპუაშვილის ინიციატივა, რომელსაც მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ, რადგან ვგრძნობ, რომ საზოგადოებაშიც იგივე დუღილია. ჩვენ გვესმოდა, რა მნიშვნელობას იძენს ხალხის შეკრება, რადგან დღეს ვინც ეთერში გამოდის, განსაკუთრებით იმ სამი ტელევიზიიდან, საზოგადოებისა და ხალხის სახელით ლაპარაკობს და ჩვენ მართლა გვაინტერესებს, ვინ ვართ ის ადამიანები, ის ხალხი, რომელსაც ეს ყველაფერი გავლილი და ნანახი გვაქვს 30 წლის განმავლობაში. 90-იან წლებში გადავაგდეთ მთავრობა და ამას მოჰყვა ომი და ტერიტორიების დაკარგვა, ორიათასიანებში გადავაგდეთ მთავრობა – ამას მოჰყვა ომი და ტერიტორიების დაკარგვა. დღესაც იგივე განწყობებია ადამიანების გარკვეულ ნაწილში, რომლებიც გამუდმებით მოუწოდებენ დესტაბილიზაციისკენ. ამ ადამიანებს უნდა დავანახოთ, სად დგას ქართველების უმრავლესობა და რა მოთხოვნები აქვს. ძირითადად ეს არის მშვიდობის, სამართლიანობის დუღილი“

Cesko