“ვინ ხარ, რა ხარ, იჯექი გამათბობელთან… ზურაბიშვილმა ჩემი კანდიდატურა ჩააგდო” – მოროშკინა

October 28, 18:59
0
449

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოსთან” სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას, წამყვანის კითხვას – “პრეზიდენტის დროს გაკეთებული მტრული, ყოვლად გაუაზრებელი განცხადებები, ეს თვით სალომე ზურაბიშვილის თავში იხარშება, თუ ეს არის დირექტივა?” – ასე პასუხობს:

2005, ან 2006 წელს გავიხსენებ, როდესაც ჩემი კანდიდატურა სააკაშვილის დროსაც კი იყო ელჩად დასახელებული რუსეთში, მაშინ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, მომიძღვნა მთელი ბრიფინგი და თქვა, არა, მაროშკინა არ წავა. მაშინ ახალ დანიშნული იყო საგარეო საქმეთა მინისტრად.

შემდეგ, მოგვიანებით, ერთ–ერთ მიტინგზე ვიხილე, ვკითხე, რას მერჩოდით, მაინტერესებს–თქო და მაშინო, არ გიცნობდი და გაგეცანით, იქნებ ჩემი კანდიდატურა უკეთესი იყო? იქნებ მამულიშვილი პოზიცია მქონდა მავანთა განსხნავევბით?

როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ მას ვინმე რამეს ეუბნება, ბოლო მისი განცხადება ილჰამ ალიევთან დაკავშირებით, ეს არის ვალოდია ჯინჭარაძიესეული პოზიცია, ვინ ხარ, რა ხარ, თუ საერთოდ სუფრაზეც არ გეძახიან, მაშინ, იჯექი, ბატონო, აგერ გამათბობლებთან. სხვა არ ვიცი, როგორ ავხსნა. არ ჰქონდა (ალიევს), შეხვედრის ინტერესი – ვალოდია ჯინჭარაძე – რად უნდა ახლა ალიევს ვალოდია ჯინჭარაძესთან შეხვედრა?

Cesko