აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა – ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

0
294
19 Views

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 4.5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 159 კმ-ში იყო.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

მიწისძვრა თბილისის დროით 12:09 საათზე მოხდა.

Cesko