საქართველოს პარლამენტში პარტია “ქართული ოცნების” 5 წევრს პარლამენტის დეპუტატის მანდატი შეუწყდა.
გიორგი ამილახავარი – დაინიშნა განათლების მინისტრად;
გიორგი ხელაშვილი – დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
ნინო იობაშვილი – დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ვლადიმერ ჩაჩიბაია – დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ირაკლი კოვზანაძე – უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.
პარლამენტის ცნობით, გიორგი ამილახვარისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დადგა წევრისთვის შეუთავსებელი, კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
ირაკლი კოვზანაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის დატოვების თაობაზე მისი პირადი განცხადება გახდა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, აღნიშნული თანამდებობები შეუთავსებელია პარლამენტის წევრისთვის.