დავით ქართველიშვილი ტარიელ ნაკაიძეზე: “ეს ზნედაცემული არსება… გუშინ, ღებინების რეფლექსის მიუხედავად, თავს ძალა დავატანე და უნამუსობის აპოგეას ვუყურე”

March 23, 12:43
0
725

„გუშინ, ღებინების რეფლექსის მიუხედავად, თავს ძალა დავატანე და უნამუსობის აპოგეას ვუყურე „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“, სადაც ტარიელ ნაკაიძეს მიუძღვნეს სამარცხვინო სიუჟეტები. სოზარ სუბარს, მიშა ყაველაშვილს, ვიქტორ ჯაფარიძეს – ეს პან-თურქი და სულით ანტიქართველი „მოღალატეებს“ რომ უწოდებს და რაღაც „რუსულ კანონზე“ რომ აპელირებს, ამაზე დიდი სიურეალიზმი და კოგნიტიური დისონანსი დუნიაზე არ არსებობს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ნაკაიძემ და ცეცხლაძემ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს ოფიციალური სამუფტო სამმართველოს საქმიანობა.

„ეს ზნედაცემული არსება გუშინ ცდილობდა საკუთარ არარაობასთან კონფლიქტი კონფესიულ ნიადაგზე გადმოეტანა, რაც მისი განსულიერებული არსის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია. მან და აჭარის ყოფილმა მუფტიმ ქემალ ცეცხლაძემ, თურქეთის რელიგიური წრეების დახმარებით, ალტერნატიული სამუფტო – „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, მხოლოდ იმისთვის შექმნეს, რომ მუდმივი პროვოკაციების რეჟიმში ჰყოლოდათ საქართველოს ოფიციალური სამუფტო სამმართველოს საქმიანობა, თავისი ღირსეული და პატრიოტი წარმომადგენლებით.

ნეტავ იმის იოტისოდენა რწმენა გააჩნდეს ამ სულით არაქართველს, რომელიც საქართველოს მიმართ სელიმ ხიმშიაშვილს გააჩნდა ან ჩვენს ასობით ათასობით მუსლიმ აჭარელ თუ აზერბაიჯანელ ძმებს გააჩნიათ. ნიშანდობლივია ის საპარლამენტო „ნაგვის კონტეინერიც“, რომელმაც ეს ვერშემდგარი „ევროსაქი“ ბოკერიას მიმართ ღალატის შემდეგ თავისი კუთვნილი და დამსახურებული ადგილი მიუჩინა – ჭიჭე ვაშაძის აყროლებული ნაგავსაყრელი, რომელიც იმდენად ყარს, რომ მათგან სასესიო დარბაზში მართლაც სოლიდური დისტანცია უნდა დაიკავო“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Cesko