“დედას დაემშვიდობა და პოლიციას ჩაბარდა”

March 22, 19:16
0
204

მძღოლი, რომელიც 90 წლის ქალს დაეჯახა, პოლიციას თავად ჩაბარდა.

“პატიოსანი კაცია. დედასთან ცხოვრობდა მარტო. ეს უბედური შემთხვევა რომ მოხდა, დედასთან მისულა და დამშვიდობებია, შემდეგ კი პოლიციას თავადვე ჩაბარდა”, – უთხრა წყარომ “გურიანიუსს”.

როგორც ირკვევა, ქალმა მანქანის ხმოვანი საყვირის ხმა ვერ გაიგო.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში 20 მარტს, გვიან ღამით მოხდა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი 90 წლის ქვეითს დაიეჯახა, ქალი ადგილზე დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

Cesko