ახლახანს 90 წლამდე ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, შემთხვევა სენაკში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი გზაზე გადადიოდა რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.
პოლიცია იძიებს მომხდარს.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალზე უმძიმესი ისტორია ვრცელდება:
“ხალხნოოო, არ ვიცი ვინ არის, სად არის 💔 გარდაიცვალა… ესე უმოწყალოდ მიატოვეს გზაზე!
მეც ისე ვიცნობ, როგორც თქვენ მაგრამ ვიცნობ ახლოს, ახლოს ნიშნავს იმას, რომ მისგან ყოველი ნახვისას ვგრძნობდი დიდ სიყვარულს, არასდროს მტოვებდა ლოცვის გარეშე…
მოწყალებას ითხოვდა მხოლოდ თვალებით, არასდროს გეტყოდა დამეხმარეო.
სურათი მაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ვეხმარებოდი, ისე როგორც შემეძლო და როცა ვერ ვნახულობდი გარეთ, ვეძებდი ამ სურათით… არ მეუბნებოდა არასდროს სად ცხოვრობდა”