გვითხრან მაშინ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე: ვცხოვრობთ ლიბერალურ ფაშისტურ სახელმწიფოში – ნუკრი შოშიაშვილი

0
545
19 Views

“ჩემ სახლში ვინმე, რომ მოვიდეს და ჩემ მშობელებს რომ უთხრას “არაგრცხვენიათ, ეს რა შვილი გაგიზრდიათო”, სულ ერთია, ვინ იქნება, კამერით იქნება თუ უკამეროთ, მეც აგრესიული ვიქნები ამ ადამიანის მიმართ.”- წერს ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი და ეხმიანება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტ ნატო გოგელიასა და მოქალაქე მამუკა ანდღულაძეს შორის.

“სასამართლო, რომელიც არ ითვალისწინებს ადამიანის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას, და სატელევიზიო ზეწოლით იღებს გადაწყვეტილებას, რბილად რომ ვთქვათ, არ არის თავის სიმაღლეზე და პრობლემები აქვს.
იმის ნაცვლად, რომ პროვოკატორი სიმბოლურად მაინც დაჯარიმდეს, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა პროვოკატორი, პროვოკაციაზე წამოგებულ ადამიანს რომ სჯიან, ესეგი მთლად არაა წესრიგში ჩვენი სამართალი.

საზოგადოება ბევრ რამეს პატიობს, მაგრამ არა უსამართლობას. ის, რომ უკვე უფლებრივად დაყოფილები ვართ, ზოგს შეუძლია მოლოტოვის კოკტეილი ესროლოს პოლიციას და არანაირი სასჯელი არ ჰქონდეს, ხოლო ზოგი იმიტომ რომ კამერას ხელი დაარტყა 2 თვით პატიმრობაში მიდის, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა.

ეს სიტუაცია რას გვეუბნება ყველას? სეგრეგაცია არსებობს საზოგადოებაში? ზოგს ყველაფრის უფლება აქვს და ზოგს არა? ზოგს შეუძლია მთელი ოჯახი ამოწყვიტოს და ციხიდან გაუშვან მხოლოდ იმიტომ რომ უცხოეთიდან მოითხოვეს, ვითომ არც არაფერი ყოფილა და ზოგი პატარა გადაცეომაზე მაქსიმალურად ისჯება?

ესაა, კანონის წინაშე თანასწორობა? ესე უნდა შეიქმნას სამართლიანობის განცდა საზოგადოებაში? რაღაც არამგონია.

გვითხრან მაშინ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ლიბერალურ ფაშისტურ სახელმწიფოში, სადაც ლიბერალებს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვთ და დანარჩენებს არაფრის, რომ ლიბერალები არიან ბატონები და ჩვენ მონები, რომ ჩვენ არც კი უნდა ვიფიქროთ ის უფლება გვქონდეს, რაც ლიბერალებს აქვთ. ეს გვითხრან ღიად და გასაგებად, ესე ირიბად თქმა არ გამოდის.”- წერს ნუკრი შოშიაშვილი.

Cesko