„ეროვნული ხალხის უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენებას ამ ქვეყანაში არავინ გაგიტარებთ, ქუდზე კაცი გამოვალთ გარეთ!“ – შოთა მარტინენკო

0
490
27 Views

კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, შოთა მარტინენკო სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

„შევიტანეთ გასაჩივრება მამუკა ანდღულაძის პატიმრობაზე და ოცნებისგან უმოკლეს ვადაში მოვითხოვთ რეაგირებას, პროცესის ჩანიშვნას და მამუკას გათავისუფლებას!
წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში გამოვალთ და ხალხის სიმრავლით გაჩვენებთ, რომ ამ უსამართლობას, რომელიც თქვენს კისერზეა, არავინ შეეგუება!
ევროკავშირის დროშის დახევისთვის და სახლში მივარდნილი, უზრდელი ჟურნალისტის გაგდებისთვის მძიმედ დაავადებულ ადამიანს ციხეში უშვებდეთ, ხოლო ხალხისთვის მოლოტოვის კოქტეილების მსროლელ და პარლამენტის შტრუმზე წამსვლელ უცხოეთის აგენტებს ხელშეუხებლობას აღუთქვამდეთ, – ამ უსამართლობას და ეროვნული ხალხის უუფლებო მდგომარეობაში ჩაყენებას ამ ქვეყანაში არავინ გაგიტარებთ, ქუდზე კაცი გამოვალთ გარეთ!
…მოვითხოვთ მამუკა ანდღულაძის უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს შევკრებთ და ქუჩაში გამოვალთ!“

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and შენობაში გამოსახულება

 

Cesko