დიდ დიღომში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ვრცელდება
12 წლის მოზარდს, რომელიც გაგუდული იპოვეს, ტანზე სამოსი შემოხეული ჰქონდა, პირი კი მიწით ჰქონდა სავსე და დუჟი ჰქონდა გადმოსული. ამის შესახებ გარდაცვლილის ბაბუამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გოგონა სავარაუდოდ, გაგუდეს.
სიკვდილის კიდევ ერთ ვერსიად ასფიქსიაც სახელდება, თუმცა რეალურ მიზეზს ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს.
ადიო შენო, ჩიპს შევჭამო. ავიდა ზევით, სადაც იპოვეს და უნდა ჩამოსულიყო. გარდაცვლილის დედამ, ჩემმა დისშვილმა რომ ნახა, დუჟი და მიწა ჰქონდა პირში და “კალგოტკა” გახეული, კაბა ცოტა ჩამოხეული. იმანაც მითხრა, კრიმინალისტმა, ჩალურჯებული ჰქონდაო. დაგვირეკეს ექსპერტიზიდან, უნდა გავკვეთოთო. ჩემი დისშვილი გაგიჟდა, არ მაიინტერსებს არაფერი, არ გაკვეთოთო, – ყვება ბაბუა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგული გოგონას ახლობლები სოციალური ქსელების დახმარებითაც ეძებდნენ და “ფეისბუკზე” პოსტებს ანთავსებდნენ.
“ძებნა დაუწყიათ რომ ვერ ნახეს სახლში. წივილ-კივილი მესმოდა ღამე,” – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“დილას მოვედი. ახლა ქალი მელაპარაკებოდა და მითხრა, გაუპატიურებული და მერე გაგუდულიაო,” – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი.
დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილ იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მანამდე მომხდარის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ბებია საუბრობს და გამოძიებით ბევრს კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.
„ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ „გარაჟებთან“ გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა.. იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?“. – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge -სთან საუბარში.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.