25 Views
პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებს.
მისი თქმით, მით უმეტეს არ აპირებს წასვლას ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე.
„ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციაზე არ მივალ. 9 პრიალი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, ყოველთვის მივდივარ და დაღუპულ, თავგანწირულ ქართველთა ხსოვნას პატივს მივაგებ ხოლმე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.