დასავლეთს რუსეთის სწრაფი განადგურების იმედი ჰქონდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტი გავაძლიერეთ – პუტინი

0
345
29 Views

„რუსეთმა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა თავის განვითარებაში. იცით, რა არის 2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი? ჩვენი ეკონომიკური სუვერენიტეტი გავაძლიერეთ“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ამასთან, პუტინის განცხადებით, დასავლეთს რუსეთის სწრაფი განადგურების იმედი ჰქონდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

„ჩვენ მტერს ეგონა 2-3 კვირაში თუ ერთ თვეში რუსეთი დაინგრეოდა, ათიათასობით უმუშევარი დარჩებოდა, ქუჩაში გამოვიდოდნენ და გააპროტესტებდნენ… ეგონათ რუსეთში შიგნიდან დაიწყებოდა რყევა, მაგრამ ასე არ მოხდა“, – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, აღმოჩნდა, რომ რუსეთის სტაბილურობის ფუნდამენტური საფუძვლები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე წარმოედგინათ.

პუტინი დარწმუნებულია, რომ 2022 წლის პრობლემები მხოლოდ შიდა ეკონომიკას მოუტანს სარგებელს.

„გარკვეული ხარჯების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ გასული წელი მხოლოდ მოგებიანი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გავხდით ბევრად უფრო სუვერენული და დამოუკიდებელი ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში“, – განაცხადა პუტინმა ულან-უდეს ავიაციის თანამშრომლების კითხვების საპასუხოდ.

Cesko