როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები – კობახიძე

0
299
15 Views

მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკვე 1 კვირაზე მეტია ვიქტორ ყიფიანი ამავე გუნდის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა,  არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი.

ამასთან, მისივე თქმით, „როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები“

„რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანს, ის უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი. გარკვეული სპეკულაციური მცდელობა იყო, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, ვიქტორ ყიფიანზეც გავრცელდებოდა, როგორც უცხოური გავლენის აგენტზეც. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში.

ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი, თუმცა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მხარეები გააკეთებენ კომენტარს.

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არამარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად ვერასდროს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, -აცხადებს ირაკლი კობახიძე.

Cesko