გიორგი გამსახურდია: „დანის პირზე გაიარა“ ჩვენმა ქვეყანამ – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ …

0
521
32 Views

მართლაც დანის პირზე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, ამანზე არავინ დავობს, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 7-8 მარტს განვითარებულ პროცესებს.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არის ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ძალა.

„ყველაზე მთავარი რაც დავინახე – „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ და კიდევ დადო შედეგი და ანახა, რომ ის არის ხალხზე და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და კონკრეტულ სიტუაციებში შეუძლიათ რომ მხოლოდ და მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ მიიღონ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ პროტესტის „ლიდერშიპში“, მათ თვითონ არმაზ ახვლედიანივით ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ და არ იცოდნენ რას მოიცავდა ეს კანონპროექტი. აპრიორი ეს დადეს სარჩულად რომ ეწარმოებინათ რევოლუციური სცენარი და იმ გულანთებული ახალგაზრდების გრძნობებით მოეხდინათ თავიანთი ბილწი და დესტრუქციული მიზნების განხორციელება“, – განაცხადა გამსახურდიამ.

 

Cesko