სულ რომ ასპროცენტიან სიმართლეს ღაღადებდეს, ასე არ უნდა მეტყველებდეს უცხო ქვეყნის ელჩი!
გინდა “პარტნიორი” ერქვას და გინდა “მეგობარი” , ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის შეურაცხმყოფელია!
რა ბრძანებებია , რა გონორია , ყველა ზღვარს სცდება უკვე!..
ეი, დეგნან , ენა გაასწორე და წესიერად გველაპარაკე, ჩვენ შენი მონები არ ვართ!
ბოლო-ბოლო ზრდილობის გულისთვის , ფასადურად მაინც დაიცავით დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი!
ქართველ ხალხს სსრკს უღელი იმიტომ არ მოგვიცილებია და სისხლი იმიტომ არ დაგვიღვრია , რომ ერთი “ბატონ-პატრონი” და მეორე მბრძანებლით შეგვეცვალა!
გუბერნიიდან კოლონიაში არ მივისწრაფით!!
სხვათა შორის, ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ 1990 წლიდან, ეს ისე, ცნობისთვის …
მე სულ სხვა ამერიკას მაზიარეს , შენ და შენნაირი ტუტუცები კი , ასეთი უპასუხისმგებლო უსაქციელობით გვაზიზღებთ და გვაშორებთ ამერიკას!
სულ არ გადაიწუწა თავზე?!
მანჩო გიორგობიანი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი