გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეული წევრი ოფიციალურად იტყვის უარს ამ კანონპროექტებზე – დეგნანი

0
567
35 Views

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, რომელზედაც კანონპროექტის ჩაგდება იგეგმება. დეგნანის თქმით, ყველას სურს იხილოს, რომ პარლამენტის თითოეული დეპუტატი დააჭერს წითელ ღილაკს და უარს იტყვის ე.წ. აგენტების კანონპროექტების ორივე ვერსიაზე.

„ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი სტუდენტები და ახალგაზრდები ხმამაღლა და ცხადად საუბრობდნენ, რასაც მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მოუსმინა. ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ნახვა, რომ პარლამენტის თითოეული წევრი დააჭერს წითელ ღილაკს და ოფიციალურად უარს იტყვის ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოსთვის არასაჭირო“, – განუცხადა დეგნანმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.

Cesko