ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება – გონჩარენკო ე.წ. აგენტების კანონპროექტის გაწვევაზე

0
334
22 Views

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის მიერ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას გამოეხმაურა და ქართველი ხალხის გამარჯვება უწოდა.

გონჩარენკო ამბობს, რომ ქართველები თავისუფალი ხალხია და დიქტატურას არ მოითმენენ.

„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ქართველები თავისუფალი ერია. ისინი არ მოითმენენ დიქტატურას. ისინი არ მოითმენენ რუსეთის გავლენას. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და იცავდნენ დემოკრატიას“, – აცხადებს გონჩარენკო.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო.

კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს მხოლოდ 1 მომხრე და 35 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა. სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

Cesko