“სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები…”- გლოვობს ბათუმი

0
317
177 Views

სახეზე ჩამოაფარეთ რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები.. .

გლოვობს ბათუმი გარდაიცვალა ვახო ჩავლეიშვილი.

სულ მემახსოვრები ისეთი როგორიც იყავი ღიმილით ბედნიერებით და სიყვარულით სავსე ყველას უნაწილებდი ღიმილებს..
წავიდა ზეცაში მონატრებულ დედასთან. ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება.

მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.

შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო., სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი.

 

ასე იცხოვრე…შენს სახლში სანთლები ტირიან, შებრალებას ითხოვენ… შენ, რატომ არ შეგებრალა შენი მეუღლე და პატარა შვილი…

უფალმა ნათელში ამყოფოს შენი სული და დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, _ წერს “შოთო სიხარულიძე ემიგრანტების იმედი” სოციალურ ქსელში.

Cesko