საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): ორწლიანი კონტრაქტისას 3 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას 8 000 ლარი.
რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ საიტზე: mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge ,
ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.