“ქოცებში მიდის მათ მედიებზე გადაბრალება, რომ ვერ გაუქაჩეს პროპაგანდაში“ – ინგა გრიგოლია

0
481
23 Views

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეიდან მმართველი გუნდის მთავარი სამიზნე არა ოპოზიცია, არამედ კრიტიკული მედია იქნება.

„ახლა რაშია საქმე. როგორც ჩვენი წყაროები იტყობინებიან, ქოცებში მიდის მათ მედიებზე გადაბრალება, რომ ვერ გაუქაჩეს პროპაგანდაში. ახლა, სანამ ამოისუნთქავენ და ხელახლა დააყენებენ ამ პუტინის კანონს დღის წესრიგში, წავა კრიტიკული მედიის სრული განადგურების მცდელობა.
რეპრესიები, რეპუტაციული განულება (აქამდე რასაც აკეთებდნენ, ორჯერ მეტი), ფინანსური მოხრჩობა (ისედაც უმძიმესია მდგომარეობა ამ მხრივ). დღეიდან მათი მთავარი სამიზნე ოპოზიცია კი არა, კრიტიკული მედიაა, რომ აღიგავოს პირისაგან მიწისა..

წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს მედია, რა გრიალ-გრიალით გაიტანდნენ ხალხის ძალები ამ კანონსაც, ჰოდა ახლა იწყება ყველაზე მძიმე ეტაპი ჩვენთვის“. – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ხალხის რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

Cesko