26 Views
ბიძო, უკვე „გაიჩალიჩე“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ახლა ახალგაზრდობის პროტესტს არაფერი შეაჩერებს.
„ამ ახალგაზრდობას შენ ვერ გააჩერებ, მაგრამ შენ საიდან უნდა იცოდე, ვირთხის ბუნების ხარ. გაიჩალიჩე, უკვე არაფერი გიშველის“ , – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის საარგებლოდ ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.