25 Views
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და აქციიის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ლიდერებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის სამივე შესასვლეთან გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
„სიმართლე არის თქვენს მხარეს. არაფერი რთული ასახსნელი არ არის. მთელი ეს რეჟიმი, რუსული სისტემა დგას პოლიციის კორდონზე, ეს პოლიციელები არიან ქართველები, ჩვენიანები არიან. თქვენ უნდა მიხვიდეთ, დაელაპარაკოთ, აუხსენით, „ლაივები“ ჩართეთ”, – განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართვისას.