“რაც ვთქვი, ახდა” – ეკა ბესელია

0
644
37 Views

“დღის ბოლოს ორი კონტრასტული ემოცია მაქვს – სინანულის , ტკივილის – პარლამენტის გარდაცვალების გამო და იმედიანი – ევროპული მომავლის დასაცავად გამოსული ახალგაზრდობის გამო !

ჩემთვის მძიმე სანახავია იმ პარლამენტის ასე გადათელვა , რომელსაც 8 წელი მივუძღვენი და ბრიტანული საპარლამენტო მოდელის ინსპირაციით – სიახლეებით , რეფორმებით ვაძლიერებდით.

ეს რეფორმები სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათი რესურსით ტარდებოდა .

ძალიან კარგად ახსოვს ეს წლები ამ ორგანიზაციებს , როგორც საუკეთესო თანამშრომლობა – USAID -ს, გაეროს ოფისს, ევროკავშირს , ევროპის საბჭოს , UNDP , UNlSEF , ვესტმისტერის ფონდი , GIZ ( შალვა პაპუაშვილი წარმოადგენდა ) , საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო , NDl, lRI და რომელი ერთი …

სწორედ მათი ძალისხმევით საქართველო აღმოსავლეთ – პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო …

ჩემი კომიტეტი( ადამიანის უფლებები , იურიდიულ საკითხთა ) ასევე საგარეო და ევროინტეგრაციის კომიტეტები – მართლაც 24 საათი ვმუშაობდით ევროპული ოჯახის წევრობისთვის …

და დღეს რას აკეთებთ ???

2016 წლის პარლამენტში ეს ,, უცხო ტომი “ ( კობახიძე- ოხანაშვილი- მდინარაძე – მათიკაშვილი – ზარდიაშვილი ..) რომ შემოალაგეს – და ჩემთვის გაუგებარი ლექსიკონით ალაპარაკდნენ – ვიკითხე ვინ არიან , საიდან მოიყვანეთქო???

და დაიწყო შიგნით დიდი ჯანყი , რომლის მთავარი ხაზი სასამართლო რეფორმის შეჩერებაზე გადიოდა ! ამით კი ყველა სხვა სიკეთე იმარხებოდა ….

და მერე გახსოვთ რაც მოხდა ….
ამ ნაღმზე აფეთქვა თავად ოცნება !

რაც ვთქვი ახდა და ყველაზე დრამატულია ის , რომ ეს ხანძარი პარლამენტიდან ახლა ქვეყანას გადადეს ….

ყველა წესი და კანონი – მთავარი კანონით დაწყებული -გადათელეს !

და მაინც იმედით ვასრულებ-

დღეს ახალგაზრდობა და უფროსი თაობა ერთად იცავს ქვეყნის მომავალს !

არ არსებობს ძალა , რომ ეს უღირსი უღელი დაიდგას თავზე ჩვენმა ქვეყანამ და არ არსებობს ძალა , რომელიც ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნებს !

მე მჯერა , რომ ეს კანონპროექტიც და ეს მედროვეთა მტრული ძალა – ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული – მალე წარსულში დარჩება !

არ დავიღალოთ და ყოველდღიურად ვუდარაჯოთ საკუთარ ქვეყანას ! “

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია; სოციალური ქსელი

Cesko