იყო თუ არა ცივი იარაღი გადაცემაში დაპირისპირებისას? – გიორგი ვაშაძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

April 15, 14:35
0
652

ირაკლი ლატარია და ლაშა დიაროვი გუშინ ერთმანეთს გადაცემა “დროულ კითხვებში” დაუპირისპირდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებამდე მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.

კადრებში, რომელიც “ჯორჯიან თაიმსის” სატელევიზიო ეთერით გუშინ გავრცელდა, ჩანს როგორ იღებს ჯიბიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ექპსერტი ირაკლი ლატარია ნივთს.

“სტრატეგია აღმაშენებელი” მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათ აინტერესებთ, იყო თუ არა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანალიტიკოსი სტუდიაში ცივი იარაღით მისული.

პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, აღნიშნულ ფაქტზე თქვა: – “რა ეჭირა ხელში კი ვნახე კადრები, მაგრამ არ ჩანს იქ კონკრეტულად და ვფიქრობ, რომ სამართდალმაცვები ორგანოები ნორმალურ სახელმწიფოში ამით უნდა დაინტერესდნენ. თუ ეს იყო ცივი იარაღი, რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია და ასეთ შემთხვევაში გამოძიება უდნა მოხდეს, ამასთანდა კავშირებით, თუ არ იყო, ამაზეც განმარტება უდა გააკეთოს ექსპერტიზამ და შესაბამისმა უწყებებმა.”

ლატარიამ სატელევიზიო კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა “პირველებთან” მიმოწერაში თქვა, რომ ცივი იარაღი არ ჰქონია.

“დანა არა გასაღები მეკიდა და ზიპო… ვნახე მეც კადრები, შიეძლება ინსტიქტიურად რომელიმე ავიღე. არ მახსოვს, რადგან ძალიან გამწარებული ვიყავი და რომელს ვირებდი მაგ დროს არ მახსოვს,. წიგნი რომ ყოფილიყო მაგიდაზე ალბათ მაგასაც ავიღებდი.

Cesko