2022 წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 მილიონი დოლარი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკის მონაცემები

April 15, 14:17
0
551

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების სტატისტიკაში რუსეთი კვლავ მეორე ადგილზეა იტალიის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გადმორიცხული თანხის ოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.12%-ით ნაკლებია, თუმცა, გასულ თვესთან შედარებით მეტია. კერძოდ, 2022 წლის თებერვლის თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა 21.94 მილიონი დოლარი იყო, რაც მარტის თვესთან შედარებით 5 მილიონი დოლარით ნაკლებია.

შემოსული გზავნილების 44.61% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 53.39% კი დანარჩენ ქვეყნებზე.

Cesko