„მე დარწმუნებული ვარ, ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს, რადგან ის ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვასა და ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეთ ევროკავშირში და გვქონდეს ნატოს ფარი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, დარწმუნებულია, მმართველი გუნდის წევრები კანონპროექტს არ მიიღებენ.
„ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მე მესმის, ეს კანონი ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სხვა დეპუტატები მას არ მიიღებენ. ყველა ჩვენი მეგობარი გვირჩევს, რომ ამ კანონის მიღება დღეს არ არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წევრები ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებენ. თუ კანონს მიიღებენ მეც აგენტი ვიქნები“, – განაცხადა გამყრელიძემ.