აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იტყობინებიან

0
317
22 Views

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედიები ავრცელებენ.

სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am-ის ცნობით, აზერბაიჯანელი დივერსანტები პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციის საპასპორტო და სავიზო დეპარტამენტს. დაღუპულია სამი პოლიციელი. ლეიტენანტი პოლკოვნიკი ბაბაიან არმენ მაიოროვიჩი, მაიორი დანიელიანი დავიდ ვალერიევიჩი, ლეიტენანტი გასპარიან არარატ ტელმანოვიჩი“, – წერს სომხური მედია.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, მათივე განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე იღებდა სიგნალებს სომხეთის ტერიტორიიდან ყარაბაღის რეგიონში იარაღისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირების შესახებ.

„აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გასწვრივ  მყოფი სომხური მანქანის შეჩერება სცადა, საპასუხოდ კი, მისმა მგზავრებმა ცეცხლი გახსნეს. საპასუხო ცეცხლის შედეგად მტერი განეიტრალდა. სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აგრძელებს დივერსიებსა და პროვოკაციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, მის ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე ცოცხალი ძალის გადაადგილებით“, – იტყობინება სომხურიო მედია.

Cesko