აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უკრაინას ჩვენთან მოლაპარაკება აუკრძალეს – ლავროვი

July 26, 18:08
0
306

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა კიევს მოსკოვთან მოლაპარაკება აუკრძალა.

“ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებებზე, რადგან ყველამ იცის, რომ ნებისმიერი საომარი მოქმედებები მოლაპარაკების მაგიდაზე მთავრდება.

Capitel.ge
როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა მოლაპარაკება ჩვენი სამხედრო ოპერაციის საწყის ეტაპზე, ჩვენ შევთანხმდით, ჩატარდა რამდენიმე რაუნდი, რასაც მოჰყვა ძალიან საინტერესო ეტაპი, როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა ხელშეკრულების ვერსია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, კიეველ კოლეგებს ამის შესახებ შევატყობინეთ, მაგრამ მას შემდეგ მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ფაქტობრივად დავეთანხმეთ მათ მიდგომას.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა კოლეგებმა, როგორიცაა შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინელებს ჩვენთან მოლაპარაკება აუკრძალეს.

რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების მიმართ უარყოფითად განწყობილი არ არის. რამდენიმე საათიც არ იყო გასული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა [ნედ პრაისმა] განაცხადა, რომ შეერთებული შტატების აზრით, ახლა ამის დრო არ არის. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ჰკითხეთ თქვენს ამერიკელ კოლეგებს, რა არის მიზეზი“, – განაცხადა ლავროვმა.

Cesko