“გამოხდა ხანი, ქალიან-კაციანად საკმაოდ მსუყე პოზიციები დაირიგეს “ოცნებაში”- გაცილებით ღირსეულად იქცევიან ნაცები…”- ლალი მოროშკინა

March 5, 11:11
0
838

მოკლედ აქ, ფრენდებში ათიოდე სუბიექტი მყავს, ბატონი ბიძინა რომ გამოჩნდა სარბიელზე,გამწარებულები ცდილობდნენ მასთან კომუნიკაციას. ის კარებს უკეტავდა, ესენი ფანჯრიდან ლამობდნენ შეღწევას,ის აიგნორებდა,ესენი ხან დაცვას ეკურკურებოდნენ,ხან აქ ოდებს უძღვნიდნენ,აქაოდა ივანიშვილი სოც.ქსელს ადევნებს თვალყურსო და ლაიქებს ითვლისო,ხოდა მიდიოდა ისტერიული დოღი და რბოლა ვინ დაასწრებდა მაამებლური პოსტის დალაიქებას.
გამოხდა ხანი, ქალიან-კაციანად საკმაოდ მსუყე პოზიციები დაირიგეს “ოცნებაში” და როდესაც ჩემი სასჯელაღსრულების მრჩევლად დანიშვნის საკითხი დადგა აი მაშინ ერთმანეთს ასწრებდნენ,რაიმე საზიზღრობა ეთქვათ,
თუმცა ამაოდ… ფაშისტური რეჟიმის დილეგების დაკეტვის, 24 საათიან რეჟიმში პატიმრებთან მუშაობის,
სისტემის გაადამიანურების ორი წლის თავზე, ჰოი საოცრებავ!
ჩემს ანგარიშზე,
ისევე როგორც მთელი სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობის 40.000ლარი დაირიცხა.
არადა ჩემი ხელფასი 1600ლარი გახლდათ. მხოლოდ მე გავაპროტესტე 40.000-იანი პრემიები და ზოგიერთი “მეოცნების” ზღვარგადასული მადა.
ისევ აუტალახეს ივანიშვილს სახლის ზღურბლი,
-აქაოდა,ხომ გეუბნებოდით ამ ქალმა გუნდური თამაში არ იცისო…
მე სტრასბურგს გავეშურე..
მაშინ ბატონმა ბიძინამ ჩემი მხარე დაიჭირა, სახელმწიფოში დადგინდა პრემიულების ზღვრული,
ხოლო ყველა აღვირახსნილი ჩინოვნიკი სახლში გაუშვეს.
ხოდაა….
აი კვლავ გამოხდა ხანი.
ის,ოდესღაც თავზე ვაზელინიანი,უთავმოყვარეო ელემენტები, ახლა ამუნათებენ მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას,დაუფარავად ერჩიან პრემიერს, ღვარძლით და ბოღმით ავსებენ სოც.ქსელებს და მედიას,ხვდებიან რომ გარდასულ დღეთა წყალობას ვეღარ ეღირსებიან და საბოლოოდ კასრის ვირთხებად იქცნენ.
აღარ იციან როგორ ჩამოაქციონ სახელმწიფო და ამით გაამართლონ საკუთარი გარიყული მდგომარეობა. ბევრზე ისეთი კომპრომატი დევს,წესით სამუდამოდ უნდა დადუმებულიყვნენ,მაგრამ მათში მოკალათებული და გაჯეჯილებული ბოროტი სული, არ ასვენებთ..
მე არ მჩვევია პაიკებთან ბრძოლა.
დაველოდები როდის გადახრავთ სავირთხეთში ერთმანეთს და ვირთხის ლიდერს წავაგდებინებ თავს!
და ეს წვიმაც ვერ წაგიშლით ბინძურ ნაკვალევს.😁😁
P.S. ხო, არ დამავიწყდეს,თქვენზე გაცილებით ღირსეულად იქცევიან ჩემს ფრენდებში მყოფი ნაცები.

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

 

Cesko