იმერეთის ერთ-ერთი სოფელში მეშვიდე კლასელმა მოსწავლემ ბავშვი გააჩინა. შემზარავი ამბის დეტალებს “ნოდარ მელაძის შაბათი” აანონსებს. როგორც ირკვევა, მოსწავლემ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო, რის შემდეგაც ბავშვი მისმა ოჯახის წევრებმა ამოიყვანეს. თუმცა არსებული ინფორმაციით, ახალდაბადებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ასევე ტელეკომპანია აქვეყნებს მოზარდის ჩვენებას, სადაც ის ჰყვება, რომ 11 წლის ასაკიდან მეზობელი და ბიძაშვილი ერთად აუპატიურებდნენ. სოფელში ყველა ამტკიცებს, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლის ორსულობის ამბავი არავინ იცოდა.
საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.