ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს: როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ვაძლიერებთ ალიანსს

0
226
24 Views

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დროს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერამ მსოფლიო შეცვალა.

„თქვენ გააძლიერეთ კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, იყო ღრმა. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები [ქვეყანაში] – თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება – მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული იყო თქვენთვის. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ვაძლიერებთ ალიანსს“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ოლაფ შოლცს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იმდენ ხანს იქნება, რამდენიც საჭირო იქნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი წელია მშვიდობისთვის ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შოლცმა.

Cesko