“მოკითხვა აზაზელოებს, ბეჰემოტებს და ფაგოტებს! მორჩით ოინებს!ხომ ხედავთ, რომ ვერ ქაჩავთ! და მაინც… არული კუდიანებს!…”- ვის მიმართავს ხათუნა ხოფერია

March 4, 10:30
0
278

,,არ ვიცი ვინ არის ოსტატი და არც ის ვიცი, ვინ არის მარგარიტა, მაგრამ გუშინ, საქართველოს პარლამენტს, ნამდვილად სტუმრობდა ვოლანდი თავის ამალასთან ერთად!

და იყო მეჯლისი სატანასთან …. და იყვნენ ცოდვილი სულები…
მოკლედ, იყო ფარსი, სატირა, მისტიკა… იყო ოპოზიციაში განსხეულებული ეშმაკი ყოფითში… და იყო ქრისტესავით ჯვარზე გასაკრავად განწირული ჩვენი, ქართული, რწმენა და ეკლესია, რომელსაც პილატედქცეულნი პატიებასაც კი არ სთხოვდნენ…
გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ სატანაც და ღმერთიც, პირველ რიგში, ადამიანში ცოცხლობს!
რთულია, მაგრამ გავუძლებთ!
ჩემი მოკითხვა აზაზელოებს, ბეჰემოტებს და ფაგოტებს!
მორჩით ოინებს! ხომ ხედავთ, რომ ვერ ქაჩავთ!
და მაინც… არული კუდიანებს!….)))))))…ჰაჰაჰაჰაჰ…”

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია; სოციალური ქსელი

Cesko