“სანამ რეჟიმი არ გასამართლდება და აიკრძალება, არ დასრულდება ეს საგიჟეთი” – მაია ელოშვილი

0
656
26 Views

მმართველი ძალა ვერასოდეს ჩამოირეცხავს იმ დანაშაულს, როცა კრიმინალ, ანტისახელმწიფოებრივ, მომაკვდავ ბანდასთან კოჰაბიტაციაში შევიდა, ჩვენს მიერ დაღვრილი სისხლი ჩამობანა, დავარცხნა, ხელახლა ჩააცვა, დააპურა, მიტაცებულ-მოპარული შეუნარჩუნა, მთავარი ოპოზიციური ძალა უწოდა და 9 წლიან ჯოჯოხეთგამოვლილი, არაადამიანური რეჟიმის მსხვერპლნი, ისევ 10 წლიან ქაოსში გვაცხოვრა. არც სამართალი აღდგა, არც შელახული პატივი და ღირსება.
ეს მარტო ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ბრალი არ არის. ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაცაა, როცა ივანიშვილის ნათქვამს, რომ ” მათ მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ როგორც ეს ჩვენ გვეკადრება”, ზოგმა წავუყრუეთ, ზოგმა კი – ტაში დავუკარით. მაშინ გავწირეთ ქვეყანაც და საკუთარი თავებიც დაუსრულებელ ქაოსში ცხოვრებისათვის. მაშინ უნდა გვეთქვა მტკიცე “არა” – ხელისუფლებისა და კრიმინალთა პატრონებისთვის, არ მიგვეცა უფლება, გარედან ზეწოლის თუ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, კანონზე მაღლა დაეყენებინა მავანს თავი და დღეს ეს რამდენიმე ათეული “გავლენის აგენტი”, ვერ შექმნიდა პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში.
30 წლის მანძილზე, ქვეყნის მტრობაში გრანტებით დასუქებულ-გაქსუებულ-დაუსჯელები, ასე მარტივად არ გაჩუმდებიან. რომც უნდოდეთ, პატრონები არ მისცემენ ამის უფლებას.
ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ. გავიდეთ გარეთ, შესაძლოა, შიდა და გარე მტრებმა, ჩვენი სამართლიანი პროტესტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ და კიდევ უფრო უმართავი პროცესები დაიწყოს. ტყუილად არ არის აქ მკვლელი მიშა და არც მრავალჯერადი მუქარები უკრაინიდან. არ გავიდეთ და იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ალაგმავს გრანტიჭამიების თავნებობას. სიმულანტი ვერ გადაუყვანიათ ციხეში და სასათბურე პირობებში, დედიკოსთან ერთად ახდევინებენ უმცირეს სასჯელს.
სანამ რეჟიმი არ გასამართლდება, დაისჯება და აიკრძალება, არ და ვერ დასრულდება ეს საგიჟეთი.
ასეა, როცა ხალხის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ნერვების ხარჯზე, ნახევარზომებით იმართება ქვეყანა.
რაც დღეს ხდება, ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია.
არავითარი ახალი კანონი აღარ არის საჭირო. სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს შესაბამისი მუხლები. თუ არსებობს პოლიტიკური ნება, აუკრძალეთ უცხო ქვეყნის აგენტურას “მოღვაწეობა” პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორსა და საჯარო უწყებებში. პირველ რიგში, დაიწყეთ ხელისუფლებასა და საჯარო სექტორში მოკალათებული აგენტებისგან…
დაიწყეთ რუსეთით და დაამთავრეთ ამერიკით!!!

მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი

Cesko