“ვუახლოვდები ციხეებს…ტანში მზარავს: აქედან ბიჭების გვამებს გაფატრულს, სილა-გაზეთით გამოტენილს ატანდნენ მშობლებს, ქალებს საშვილოსნოებს აჭრიდნენ…”- ლალი მოროშკინა ვიდეოს ავრცელებს

March 3, 11:09
0
873

ვუახლოვდები ციხეებს და ტანში მზარავს.თითქოს განმიახლდა იარა,
ისევ ყურში ჩამესმის ნატანჯი პატიმრების გოდება. მრავალ კილომეტრიან რიგში მდგარი ქალები და ბავშვები…
სიცივეში და თაკარა მზის ქვეშ რომ მიათრევდნენ წყლის მძიმე ავზებს,
რადგან ციხეებში წყალი არ იყო.
აქედან ახალგაზრდა ბიჭების გვამებს მშობლებს გაფატრულს,სილით და გაზეთით გამოტენილს ატანდნენ,
აქ ქალებს საშვილოსნოებს აჭრიდნენ და ცივ ბეტონზე აცხოვრებდნენ,აქ მხოლოდ კვირაში ერთ დღეს მოქონდათ ნორმალური საკვები,
ისიც პატრიარქის დაჟინებული მოთხოვნით,დანარჩენ დღეებში კი ციხის სალაფავს ტექნიკურ ზეთს ასხამდნენ და ამ მომაკვდინებელი შხამის ჭამას აიძულებდნენ.
აქ მორგში მკვდარზე ცოცხლებს აბავდნენ და მთელი ღამით ტოვებდნენ,აქ ბიზნესმენი პატიმრები ერთ ღამეში მთელ ქონებას ნაცებს უფორმებდნენ.
აქ მამები და შვილები ცალ-ცალკე საკნებში ყავდათ,
აქ თუ ექიმს მოითხოვდნენ ჯერ ეკითხებოდნენ – “აბა სად გტკივა?” და ზუსტად იმ ადგილას ჩაქუჩს ურტყამდნენ. აქ გვიკლავდნენ ბიჭებს, გოგოებს და მომავალს…
აქ მხოლოდ ერთი რამ აძლიერებდათ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილებს, ლოცვა და ციხის გისოსებს მიღმა ანთებული სანთლები…
ღმერთო მადლობა დღევანდელი დღისთვის.🙏
სულ რამოდენიმე წუთში,კონცერტით და საჩუქრებით ვესტუმრებით ქალბატონებს და მცირეწლოვან ბავშვებს,
მივულოცავთ დედის დღეს და გაჩვენებთ,რომ თურმე შესაძლებელია იყოს ციხე და არ ცხოვრობდეს იქ სიკვდილი…
ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო
ლიდერ ქალთა საზოგადოება
P.S. ვიცი რომ ამ პოსტსაც შემოესევა “დამჰაჰავებელთა” მრავალათასიანი არმია,რომელსაც პირადად ჩემზე ამუშავებენ.
ერთს გეტყვით,ამ ჩამონათვალიდან ყველა გამოგეცადოთ საკუთარ ტყავზე.

ლალი მოროშკინა, პოლიტოლოგი; სოციალური ქსელი

Cesko