42 Views
მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, ეხმაურება, გოგა ხაინდრავას განცხადებას ზვიად გამსახურდიაზე და წერს:
“ეს კაცია დღეს საქართველოს მთავარი ცენზორი. და ეს კაცი ამართლებს სამხედრო გადატრიალებას. ნახევარმა საქართველომ კი არა, მოსახლეობის ძალიან პატარა ნაწილმა გადაწყვიტა კანონიერი და ხალხის არჩეული ხელისუფლების დამხობა. ეს კი ყველა მთავრობაში შეძვრა იმის მერე და ყველასგან დიდი ფული და ავლა-დიდება წამოიღო. ახლა ზის აბრეშუმის ქარხანაში და ინტრიგებს ქსოვს. სანამ, ასეთი ხალხი მართავს ამ ქვეყანას, ჩვენ არაფერი კარგი არ გველოდება.”