“24 წელი გავატარე უცხო ქვეყანაში, მაგრამ ჩემს ვაჟიშვილს სულ იმას ვეუბნეოდი, თუ აზროვნებას სხვა ენაზე დაიწყებ… აი, იქიდან უკვე ქართველად აღარ ითვლები-მეთქი…” – რას წერს პუბლიცისტი

0
554
20 Views

(ისევ ფიქრები ხმამაღლა)
ვისაც არ ეზარება, ყველა თავში ურტყამს ჩემს ქვეყანას. არაფერი დაგვიტოვეს ეროვნული და კიდევ გვაიძულებენ ის ვაკეთოთ, რაც არც ჩვენს სისხლში და ჯილაგშია.

რადგან სხვამ თუ არა მტერმა ჩვენზე უკეთ იცის, ერის გადაგვარებით წაიშლება ყველა ტრადიცია.
ის რამაც აქამდე მოგვიყვანა.

ოცდაოთხი წელი გავატარე უცხო ქვეყანაში…
მაგრამ ჩემს ვაჟიშვილს სულ იმას ვეუბნეოდი, თუ აზროვნებას სხვა ენაზე დაიწყებ…
აი, იქიდან უკვე ქართველად აღარ ითვლები-მეთქი.

სამშობლოს სიყვარული არც ტანზე შემოხვეული ქართული დროშაა და არც ქართული რესტორნები.
ებრაელები გაზის კამერებში ისევ ებრალებს შეჰყავდათ. მტერი ისევ მათი ხელით აკეთებდა ყველაზე დიდ საშინელებას.

დიახ, „შავ“ სამუშაოს მტერი ყოველთვის „თავისიანის“ ხელით აკეთებინებდა და აკეთებინებს დღესაც ყველას…
რატომღაც ყველას აქვს უფლება თითი გვიქნიოს, თავში ხელი წამოგვარტყას, პანჩური ამოგვარტყას.
ყველა აძლევს ამის უფლებას თავს.

ჩვენ კი, ბანგდალეულებივით გავყვირივართ, რომ თავისუფლები ვართ და“დემოკრატიული პრინციპებით“ ვაშენებთ(ვანგრევთ) ქვეყანას.

თურქეთის ტრაგედია ქვასაც აატირებს. მაშველებმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს და ნანგრევებიდან ბევრი გადაარჩინეს. თანხაც გადარიცხა ხელისუფლებამ.
მადლობაც არ მოუხდიათ საქართველოსთვის. სხვათა დროშების გვერდით ქართული დროშა არც გამოჩენილა.
აგვიჩემებია „მეგობარი“ ქვეყანააო.

არა, მენტალიტეტი არ იცვლება, სამწუხაროდ. ისინი უფლებას აძლევენ თავს, დაგვცინონ, თავში წამოგვარტყან…არაფრად ჩაგვაგდონ.
არავის ვადანაშაულებ. ეს პირველ რიგში ჩვენი დანაშაულია.
რომ დავიჯერეთ ჩვენი „დამოუკიდებლობის.“ ჩვენი „თავისუფლების.“
სინამდვილეში…ვისაც არ ეზარება ყველა, ქუჩაში დარჩენილი მაწანწალასავით, პანჩურს ურტყამს ჩემს ქვეყანას.
სადღაც , საქართველოდან შორს წყვეტენ ჩვენს ბედს და თან გვაიძულებენ დავიჯეროთ, რომ „თავისუფალი“ და „დემოკრატიული“ ქვეყანა ვართ.

ნეტავ ვინმეს თუ კიდევ სჯერა ამ აბსურდის?
„ჩვენი ხელისუფლება“ დირექტივებს ოკეანის გაღმიდან იღებს. ის რაც მათ უნდათ, არ შეიძლება რომ ის ქართველი ხალხის ნება იყოს.

ქვეყანა დაიცალა…
ბუნება კი ცარიელ ადგილს ვერ იტანს. მათი ადგილი სხვა ჯურისა და ქვეყნის ადამიანებით ივსება.
აღრეულია ერი.

ქართველი ქალები უცხოტომელებს უჩენენ შვილებს. მათი ტრადიციებით და წესებით ზრდიან შვილებს.
ის რაც საუკუნეები შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა(არ აღრეულა სხვა ერებში) ახლა, პირიქით, ოცდაათი წლის მანძილზე ისე შეცვალეს ადამიანთა ფსიქიკა, სხვა რწმენისა და უცხო ჯილაგის ხალხს შვილებს უჩენენ და საქართველოში ასახლებენ.

ხშირად მოგვყავს ებრაელების მაგალითი.
ებრაელეთა 99% სხვა რწმენის ადამიანზე არ ქორწინდება.
ათჯერ იმაზე მეტი ქართველი გავიდა საქართველოდან…ვიდრე შაჰ-აბასის დროს.
ბუნებას კი არ უყვარს ცარიელი ადგილი… ის აუცილებლად შეივსება სხვა ადამიანებით. სხვა წესებით, სხვა ტრადიციებით.

მე პესიმისტი არ ვარ…რეალისტი ვარ…
თავს არ ვიტყუებ აბსურდებით და თვალნათლივ ვხედავ იმ საშიშროებას, რაც გვემუქრება. რომ დასასრული ძალიან ახლოსაა, ჩვენს თვალწინ.

ამას ცდილობს ყველა. ალყაში მოქცეულებს გვიყიჟინებენ, რომ ომი დავიწყოთ.
სასაცილოა, რომელი ომი, რა ომი. რუსეთთან ომით იმასაც დავკარგავთ, რაც დაგვრჩა.
მაგრამ მტერსაც ხომ ეს უნდა?

ხშირად ვიმეორებთ, „ჩვენი ხელისუფლებაო…“ რომელი ჩვენი?
დირექტივებს რომ ხან ოკეანის გაღმიდან იღებს, ხან ევროპიდან?
ვისაც არ ეზარება ყველა თითს რომ უქნევს?

პირადი ექიმი ქართველი ებრაელი მყავს. ქუთაისში გაზრდილ-დაბადებული. სკოლა რუსულ ენაზე დაამთავრა, მერე უმაღლესიც…მოსკოვში. დისერტაციაც მოსკოვში დაიცვა.
ვენაცვალე ბაიდენსო…
გამეცინა და ხუმრობთ-მეთქი?
ჩავეკითხე.
მარტო მაგიტომ ვაფასებ, რომ რუსებს დედა უტირაო…
რუსებს კი არა ამერიკას უტირა დედა-მეთქი.
გაკვირვებულმა ვუპასუხე და გავჩერდი.
აი რა დამართა აგიტაცია-პროპაგანდამ ხალხს. რეალობას მოწყვიტა.

აქ, ყველა ყველაფერს ადვილად ეგუება. უმრავლესობა ტელევიზორს მისჩერებია და სჯერა, რასაც იქიდან „მიჰყიდიან.“
ძალიან ცუდ დროს მოგვიწია ცხოვრებამ…

ჩვენ ჯანდაბას, ჩვენი შვილები, თითქოს ასაფეთქებლად გამზადებულ დენთის კასრზე გვიზის.
გულცივებიც გავხდით. „ადამიანური“ ყოფა მხოლოდ არსებობისთვის ბრძოლა გაგვიხადეს.
ამ დროს ვიღას ახსოვს, რომ ადამიანი უფალმა თავის სახის მსგავსად შექმნა და სული შთაბერა.

სული რომელსაც მთელი სამყაროს სიკეთე შეუძლია დაიტიოს, სიყვარული გასცეს და მიიღოს.
მაგრამ რატომღაც გზაჯვარედინზე მდგომებმა, ისე მოგვაჩეჩეს ყველაზე ყალბი, რომ ბევრს დღემდე სჯერა, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს.

ეს არაა მარტო ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. სამწუხრაოდ, სამყაროს უდიდესი ტრაგედიაა. რომლის მკურნალობის გზა თუ არსებობს, არ ვიცი.
ერთი მუჭა დავრჩით ქართველები და ისინიც ერთმანეთის კბენესა და მოწამვლაში ვართ.

მართლა, ხელ-ბორკილ დადებული მონაც ვერ აიტანდა იმდენ შეურაცხყოფას, რაც უკრაინის მხრიდან მოედინება. ისინი ისე არიან გაზულუქებულნი რომ ყველაფრის უფლებას აძლევენ თავს. მუქარის, დამცირების…გალანძღვის.

მიშას წაყვანილი, გაქცეული ზონდერებისგან შექმნილი“ლეგიონი“ კი, სატანის ლეგიონი რომ მგონია, მთელი დღე ტიკ-ტოკზე დებს საქართველოს სალანძღავ ვიდეოებს. მუქარებს…ლანძღვა-გინებას.

რატომ არ კრძალავს „ჩვენი ხელისუფლება,“ რომ სამხედრო ფორმაზე ქართული დროშებით რატომ იბრძვიან დაქირავებულები სხვის ომში?
რატომ არიან ჩუმად?
რატომ არ გასცემენ პასუხს.
მე მომიტევეთ, შეიძლება პოლიტიკური ეტიკეტი არ ითვალისწინებს ხისტ პასუხს, მაგრამ მაშინ იგივე პოლიტიკაში მოსულა, ამდენი დამცირება?

საქართველოს ხარჯზე მოუნდათ მილიონების შოვნა. მეორე ფრონტის გახსნა უნდათ „გამოგონილ გმირებს“.
ბავშვმაც კი იცის ის დანაშაულებები, რაც სააკაშვილს აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის მიმართ. რამდენ ახალგაზრდას დაუბნელა მზე. ქვეყანა გაყიდა, უბრძოლველად ჩააბარა ქვეყნის 20% და სავადმყოფოს საუკეთესო ნომერში ისე ჰყავთ ფუფუნებაში, ქალებსაც კი არ აკლებენ.

ეს არაა ჩვენი ხელისუფლება. ესენი მიშას მიღებული კანონებით ანგრევენ ქვეყანას და ამასობაში დარჩენილი, თუ გადარჩენილი ქართველები ერთმანეთს ჭამენ.
ერთნი მიშაზე კარგავენ გონებას, მეორენი ბიძინას ელაქუცებიან.
ერთი კანონი მაინც შეცვალა ამ “ვითომ ჩვენმა არჩეულმა მთავრობამ,“ მიშას მიღებული?

არა…არც შეცვლის. რადგან ჩვენ ხომ „ფორმალურად ვირჩევთ არჩევნებით. სინამდვილეში არჩევნები სხვაგან ტარდება და იქ წყდება ქვეყნის და ხალხის ბედი.
კიდევ კარგი ის ორი შარვალ-კოსტუმი იყიდა ბიუჯეტის ფულით, თორემ რაზე უნდა შესდავებოდნენ.
ჰმ…უკვე სიმწრით მეღიმება.

ვამბობთ, რომ ცუდ დროს დავიბადეთ.
მაგრამ განა დაბადება და სიკვდილი ჩვენ გვეკითხება?
არა…
ვინც მოგვიყვანა ამ წუთისოფელში, იმან ჩვენზე უკეთ იცის, რომ სწორად ამ დროს და ახლა უნდა მოვსულიყავით. რა ცოტას ვცოცხლობთ. დრო ისე სწრაფად გარბის, უკან მოხედვას ვერ ვასწრებთ და ამ დამოკლებულ და შემოკლებულ წუთისოფელშიც სულს ბოღმით და სიძულვილით რატომ ვივსებთ?!
დღემდე ვერ გავიგე ამის პასუხი.

ჰაერშიც ხომ ამ სიძულვილის მძაფრი სუნი ტრიალებს, ყველას და ყველაფერს რომ სწამლის…
ვისაც უნდოდა დაენახა სიმართლე, უკვე დიდიხანია დაინახა, ვისაც უნდოდა მოესმინა რაც ხდება სინამდვილეში…ისიც დიდიხნის წინ დაინახეს.

ყალბი ქვებივით გახდნენ ადამიანებიც…
ყალბი ნათესავი…
ყალბი მეგობარი…
უფალი აშენებს ჩვენს სულში ტაძარს და მას უფალი კი არა, სატანა ანგრევს. ამიტომაც ისე უნდა ააშენო, რომ ვერ დაანგრიოს.

გაწყვეტილი მძივივით დაიბნენ დედამიწაზე ქართველები…
სად აღარ არიან. მსოფლიოს რომელ წერტილში. ბოშებივით მოვედეთ დედამიწას. ამ დროს კი ჩვენს სამოთხეს, რატომღაც რომ ქართველებს ჯოჯოხეთად უქციეს, სხვა ჯიში და ჯილაგი ეპატრონება.

დიდიხნის ნადებ ღვინის დოქს რომ ამოაბრუნებ და ლექი თავში მოექცევა. ასე დაემართა ჩემს ქვეყანას.
ჯერ იყო და თურქულ სერიალებით დააშტერეს ხალხი. სულთანზე და საქართველოს მაოხრებლებზე აღვრევინეს ცრემლი და ახლა გაყიდული ჟურნალისტები ისეთ საზიზღრობებს უწევენ რეკლამას, ადამიანს გულისრევის შეგრძნება დაგეუფლება.

სპეციალურად გაწვრთნილი, დაქირავებული, ვითომ ჟურნალისტები გაურკვეველი სქესისა და ორიენტაციის ხალხს იწვევენ ტელევიზებში და იქიდან გვიქადაგებენ, რომ თურმე „სიყვარულის“ ძიებაში შეიძლება 35 პარტნიორი გამოიცვალო.

სასაცილოა, ხომ…ძაღლი რომ ძაღლია…თუ ერთხელ უჯიშო ძაღლთან შეჯვარდა, მერე რამდენ ჯიშიან ძაღლთან არ უნდა შეაჯვარო, არასოდეს ეყოლება სუფთა სისხლის ლეკვები.
ძაღლი რომ ასეა…ქალი როგორ იქნება?

35 კაცის გამონაცვალი ქალი კი არა, ფეხსაცმელია გადასაგდები. რომელ სიყვარულზე გველაპარაკებიან. ან საით უბიძგებენ ახალგაზრდობას?
გარყვნილობა ყველგან გარყვნილობაა…
ევროპაშიც და ამერიკაშიც.

ნუ ატყუებთ ახლგაზრდა თაობას. ნუ ჰკლავთ მათში სირცხვილის გრძნობას.
სიშიშვლე არაა თავისუფლება. ეგ გარყვნილობაა. ან რატომ უნდა მოგინდეს ამის გაკეთება?
საკუთარმა თავმა ხომ უნდა დაგიდგინოთ ზღვარი, კარგსა და ცუდს შორის?
ამას სინდისი ჰქვია. სამწუხაროდ.

ჩვენს შვილებს სამშობლო თვალწინ მოუკლეს, გაუბახეს, ლაფი დაასხეს და აიყოლიეს. რადგან ბუნებაშიც ხომ ასეა. თუ ფესვი ძლიერი არ გაქვს, ნერგზე ყველანაირი ჯიშის დამყნობა შეიძლება.
ქართველობა არაა მარტო ეროვნულობა. ის ვალდებულებაა…
ვალდებულება, რომელზე ზრუნვაც წინაპრებისგან ანდერძად გადმოგვეცა.

ერთი და იგივე წრეზე დაოთხილებს გვარბენინებენ. ვიღაცას გიჟი მიშა უნდა, ვიღაცას ბიძინა. პრეზიდენტი ვისია, დღემდე ვერ გავიგეთ. სწავლის მაგივრად, უფრო დაავიწყდა ქართული და ამასობაში დავედით მილიონახევრამდე.

ცოტაღა დარჩა და ზუსტად იმ რიცხვს მივუახლოვდებით, როცა ერეკლე მეფეს იმ 400 000 -ის გადასარჩენად სხვა გზა აღარ დარჩა…
თურქეთსა და ირანს ერთი პირის გაღებაღა დარჩა, რომ საბოლოოდ გადაგვყლაპოს.
და ვიქნებით ქართველები, ისე როგორც ამერიკაში ჩინური კვარტალი, ესპანელების კვარტალი…რუსების დასახლება.

ჰო, ტელევიზაც გვექნება…მაგრამ ჩვენი არაფერი აღარ გვექნება.
მანამდე კი, მიდით, თავშიც წამოგვარტყით, პანჩურიც ამოგვარტყით. უკეთეს შემთხვევაში თითიც გვიქნიეთ. რომ უფრო მეტად დაგვაქციოთ.

ჰო, მართლა, ის უკრაინის დროშები მთავარ სურათზე რომ გაქვთ აკრული, შიგადაშიგ ჩამოიღეთ ხოლმე. გარეცხეთ, თორემ ძალიან გაგიხუნდებათ.
თქვენი პატრიოტობა არ გაიშვა…
ნეტავ საქართველო გიყვარდეთ…

თუმცა თქვენნაირებს სიყვარული სად შეუძლიათ.
ჩვენ კიდევ, როდემდე უნდა ვუყიჟინოთ ამ ხელისუფლებას?
რის იმედი გვაქვს?

მიშას მიერ ერთმანეთზე მიბმული დენი და ნაგავი ვერ გააცალკევა და ესენი აფხაზეთს ან სამაჩაბლოს დაიბრუნებენ?
ყველას თითის დაქნევაზე ცუციკებივით არიან და თავისმართლების რეჟიმში დგანან.
დავრჩით კიდევ …ვინმე, ვისი გამოფხიზლებაც კიდევ შეიძლება?

ირმა ბეგლარიშვილი

მწერალი, ბლოგერი, პუბლიცისტი

2023 წლის 26 თებერვალი

 

Cesko