“ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას” – რას აცხადებს ექსპერტი

0
508
17 Views

ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას. გუშინვე, უცხოელი ლობისტებისა და აგენტების რეესტრის შექმნის „ხალხის ძალის” ინიციატივას რუსულ-უნგრული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუპირისპირდე სუვერენული სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებს, მხოლოდ „მეორე ფრონტის” გახსნით ვერ აიხსნება.

„ევროპარლამენტის რეზოლუციამ თქვა, რომ კრიმინალი და შარლატანი სააკაშვილის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას. გუშინვე, უცხოელი ლობისტებისა და აგენტების რეესტრის შექმნის „ხალხის ძალის” ინიციატივას რუსულ-უნგრული უწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
რუსეთის მავნებლურ ანტიდასავლურ პროპაგანდას ასვენებენ და თავად დასავლელი აქტორები ჩაენაცვლნენ საქართველოში ანტიდასავლური განწყობების კულტივირებაში? სხვა რაციონალური ახსნა არ მაქვს. ასე დაუპირისპირდე სუვერენული სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებს, მხოლოდ “მეორე ფრონტის” გახსნით ვერ აიხსნება.“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Cesko