ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამდე 10 ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ – ორბანი

0
234
13 Views

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უნგრეთის პარლამენტის დეპუტატებთან საუბრისას ნატოში შვედეთისა და ფინეთის წევრობის საკითხს გამოეხმაურა.

დისკუსიის დროს ორბანმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან დადგება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საკითხი, მაგრამ ამისთვის ათი ათასჯერ არის დაფიქრება საჭირო.

„ათი ათასჯერ უნდა ვიფიქროთ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე“, რათა ბუდაპეშტი არ იყოს ჩათრეული ომში“, – აცხადებს ორბანი.

ამასთან, ორბანი ირწმუნება, რომ ეს საკითხი ფინეთსა და შვედეთს არ ეხება.

Cesko