მეუფე ანტონი, “ტვ პირველთან” საუბრობს პატრიარქის შესაძლო გადადგომის განცხადებასა და მის მემკვიდრეზე და ამბობს:
შეიძლება უწმინდესი გამოვიდეს და თქვას… ეს არის ვარაუდები, რომ შეიძლება… და მობილიზებული ვართ, რომ ყველამ ვთქვათ, არა, თქვენო უწმინდესობა. ვინიცობაა თქვას, ჩვენ ყველა უნდა დავუდგეთ წინ და ვუთხრათ არა, თქვენო უწმინდესობამ. შეიძლება სუფრაზე მეც ვთქვი, პატრიარქი მგონი… ააგორეს, დააგორეს… თუ ვინიცობისაა, მღვდელმთავრები ისე ვართ ერთმანეთში… კაი დაიღალა… შეიძლება დასკვენი გამოგვაქვს, ეს ვარაუდებია და მოება კუდები და…
ერთხელ მახსოვს მეუფე დანიელს უთხრეს სადღეგრძელოში, თქვენ წარმოგვიდგენიხართ პატრიარქადო, უყურებს მშვიდად და ბოლოს უთხრა, ჩემმა მღვდელმა, ალბათ, ასე უნდა იფიქროსო. ყველა მღვდელს სურს მისი მღვდელმთავარი გახდეს პატრიარქი, იმას იგი წარმოუდგენია, იმას ის, ეს პრივატულ საუბრებში არის, ვაიმე, რა კარგი იქნება, მეუფე ანტონი რომ იყოს, ვაიმე, რა კარგი იქნება, მეუფე ანდრია… აქედან, იმ სუსის აუხსნეს, იმან ჩაწერა, იმან ეგი თქვა, ჩაწერა და აქედან გამოვიდა ზვირთი… ადამიანები ვართ, ჩვენი ვარაუდები გვაქვს, აქედან იქმნება ის, რომ თითქოს ღამე არ გვძინავს და მეტი საქმე არა გვაქვს. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ყოფაა. ხომ იცით ასეთი გამოთქმა, მე ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არაა. ანგელოზი ხომ არა ვარ?