მსოფლიოში უამრავი ტექნიკა არსებობს, რომლებიც ადამიანის ქვეცნობიერის ამოქმედებაზეა მიმართული. თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერი და ეფექტური მეთოდი, რომელიც სურვილების ასრულებისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის ფართო შესაძლებლობებს იძლევა, არის ე.წ. “წყლიანი ჭიქის” ტექნიკა.
როგორ მუშაობს?
შემოარტყით ხელისგულები ჭიქის გვერდებთან ისე, რომ არ შეეხოთ მას. გაიმეორეთ ხმამაღლა ქაღალდზე დაწერილი ფრაზა და შეეცადეთ მაქსიმალურად ზუსტად წარმოიდგინოთ ის, რასაც ამბობთ. შემდეგ დალიეთ წყალი. ამ პროცედურის ჩატარება საჭიროა ძილის წინ და გაღვიძებისთანავე. ბევრი ამტკიცებს, რომ ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს!
როგორც ამბობენ, წყლიანი ჭიქის მეთოდით დაავადებისგან განკურნებაც შესაძლებელია
და მაინც, რა საჭიროა ფორმააზარის ჩაწერა ქაღალდზე?
პასუხი მარტივია. როცა საკუთარ აზრებს ჩაიწერ, ისინი დამატებით ძალას იძენს. ასევე სიტყვებს შეუძლიათ მათში არსებული ინფორმაციით დამუხტონ წყალი. მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ თუ წყლიან ბოთლს გავყინავთ და მივაკრავთ ქაღალს, რომელზეც კეთილი სიტყვებია დაწერილი, მიკროსკოპით დანახვისას ყინულის ლამაზი კრისტალები გამოჩნდება. ხოლო თუ უხეშ სიტყვებს დავწერთ, მახინჯ კრისტალებს დავინახავთ. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე მეცნიერებას ჯერ-ჯერობით პასუხი არა აქვს.
თქვენი ხელების ენერგეტიკა აძლიერებს თქვენს განზრახვას და მუხტავს წყალს. იმისათვის, რომ იგრძნოთ ხელისგულებს შორის შეკუმშული ენერგია საკმაოდ დიდი ხანი ვარჯიშია საჭირო.