“ვანო ჯავახიშვილს რომ დაუჯდები ეთერში:ღლიცინობ, ტინგიცობ, ყოფილ პარტიას ლანძღავ, აგინებ და ნაცების ტელევიზიის “ზვეზდა” რომ გახდები, აგენტზე ბევრად უარესი ხარ!” – ბაკურ სვანიძე ეკა ბესელიას

0
2076
31 Views

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ეკა ბესელიას სოციალურ ქსელში პასუხობს:

“ეკა ბესელიას ვუსმენდი წეღან, ირაკლი კობახიძეს დასცხო, როგორ თუ “ოცნებაში შეპარული აგენტი” მიწოდა მაგან მეო! კობახიძის ადვოკატი მე რომ არასოდეს ვყოფილვარ, იცით ყველამ… მაგრამ ქალბატონ ბესელიას მინდა ვუთხრა – ვანო ჯავახიშვილს რომ დაუჯდები ეთერში და ღლიცინობ და ტინგიცობ და შენ ყოფილ პარტიას ლანძღავ, აგინებ და ნაცების ტელევიზიის “ზვეზდა” რომ გახდები, აგენტზე ბევრად უარესი ხარ!
ნუ, “ტვ პირველის” მუდმივი “ბინადარი” რომ ხარ, ეგ ცალკე თემაა კიდე და პლიუს ამას – “ქართული ოცნება რუსული სცენარით მოქმედებსო” – სიტყვა-სიტყვით რომ იმეორებ “ნაცების” ნარატივს, დედალი გუბაზაც ხარ აშკარად! სხვათა შორის, რომ ლაქალაქებ – “მე როგორ ვარ აგენტი, როცა წინა ხელისუფლების რეჟიმს ვებრძოდი, ყველა აქციაზე და ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას ვიღებდი, წინა ხაზზე ვიდექი და აგენტს როგორ მიწოდებს კობახიძეო?!”- რომ მრისხანებ მართლა გუბაზასეული წარბშეკვრით, ეგ სულაც ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ აგენტი არ იყავი. “

აგენტი” ზუსტად მაგას ნიშნავს ქალბატონო ბესელიავ, რომ იქ ხარ და იქიდან გაგაქვს ინფორმაცია, ან ახდენ გავლენას პროცესებზე და განგებ არასწორი გზით მიგყავს! სწორედაც, აგენტები რომ იყავით მანდ ბევრი, იმიტომაც ვერაფერი დააკლდა “ნაცებს” მთელი 5 წელი 2007-დან 2012-მდე ვიდრე ბიძინამ არ მოისურვა პოლიტიკაში შემოსვლა… დაატარებდით ამ ხალხს აქეთ-იქით და “ფოთოლი არ ჩამოვაგდეთო” გაიძახოდით ამაყად! “ჩემი ძმა და შვილი დაიჭირა მიშამ, რანაირი აგენტი ვარო” – ამასაც რომ გაიძახი, ეგეც ადამიანის “გააგენტებისთვის” ერთ-ერთი მეთოდია, პატივცემულო, თანამშრომლობაზე გითანხმებენ იმის შიშით, რომ შენს პატიმარ ახლობელს არაფერი დაუშავონ… უამრავი ნაწამები პატიმარია მაგ დროს, შენს ძმას და შვილს ცივი ნიავი მიაკარა ვინმემ?.

ზოგადად კი, ქალბატონო ყოფილო ფოთის მაჟორიტარო, ფოთი რომ შენი “საფეოდალო” იყო, მაგას ყველა ფოთელი ადასტურებს და აი, მაგის ბოღმა გკლავთ სწორედ, რომ ვეღარ “ფეოდალობთ”! ჯავახიშვილს ხომ იცი რასაც უწოდებს ხალხი? “ვანოს ვანო” – ასე ეძახიან, მერაბიშვილის შნირი რომ არის იმის გამო! ჰოდა, მერაბიშვილის “შნირს” რომ დაუჯდები ეთერში და მასთან ერთად იჯღანები, აგენტი ხარ თუ რა ხარ, თავად მიხვდი.

პარტიას და ბელადს გაუნაწყენდე და წახვიდე იქიდან, მესმის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უსამართლოდ იყო დაჩაგრული, სულ რომ სიმართლის ლამპარი იყო, “ნაცების” ტაკიმასხარასთან გადაცემაში მისვლა და იქ ჯღანაობა და ხუნტრუცი როგორ უნდა იკადრო თუ აგენტი, ჩანერგილი და უარესი არ ხარ? როგორც უკვე აშკარაა, ივანიშვილს შენი, გუბაზას, ხიდაშელის, ხუხას და თქვენნაირების მოშორებაზე უკეთესი არაფერი გაუკეთებია, დღითიდღე ვრწმუნდები!”– წერს ბაკურ სვანიძე.

 

Cesko